მოლდოვის სოფელ ნიჟნიე კუგურეშტიში სახლის სახურავზე ჩამოვარდნილი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს

მოლდოვის სოფელ ნიჟნიე კუგურეშტიში სახლის სახურავზე ჩამოვარდნილი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 187

მოლდოვის ჩრდილოეთში, სოფელ ნიჟნიე კუგურეშტიში სახლის სახურავზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. მოლდოვური მედიის თანახმად, ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობა, ტერიტორია შემოსაზღვრულია.

გუშინ ღამით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე კომბინირებული იერიში განახორციელეს რაკეტებით და დრონებით.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ექვსმა დრონმა დაარღვია მოლდოვას საჰაერო სივრცე. მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირველი Shahed-ის დრონი დაახლოებით 1 500 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა ვინოგრადოვცა-ვულკანესტის მიმართულებით, რის შემდეგაც მან რუმინეთის საზღვარი კაჰულის რაიონში გადაკვეთა. ამის შემდეგ, მოლდოვას ეროვნული არმიის სათვალთვალო სისტემებმა კიდევ ხუთი დრონი. ერთ-ერთი მათგანი ჩამოვარდა სოფელ ნიჟმიე კუგურეშტიში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე