ნატო ბირთვულ წვრთნებს იწყებს

ნატო ბირთვულ წვრთნებს იწყებს

პოსტი ნახა: 1332

ნატო დღეს ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს Steadfast Noon-ს იწყებს. ალიანსის ინფორმაციით, სწავლებაში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საჰაერო ძალების რვა ბაზიდან დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი ჩაერთვება.

საჰაერო მანევრები მოიცავს 60-ზე მეტ თვითმფრინავს. მათ შორისაა თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც აშშ-ის ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ. ამასთან, წვრთნების დროს ნამდვილ საბრძოლო მასალას არ გამოიყენებენ.

წელს მანევრები ჩატარდება ბელგიისა და ნიდერლანდების საჰაერო ძალების ბაზებზე, ასევე დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ჩრდილოეთის ზღვის საჰაერო სივრცეებში.

ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, მარკ რუტემ Sky News-თან ინტერვიუში კითხვაზე, რა გზავნილს გაუგზავნის წვრთნები კრემლს, უპასუხა:

„გადამწყვეტია, რომ გამოვცადოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა. ჩვენ ასევე მკაფიოდ გავუგზავნეთ მესიჯი ჩვენს მოწინააღმდეგეებს, რომ მზად ვართ, ნებისმიერ საფრთხეს ვუპასუხოთ“.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე