აშშ-ში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას NBC News-ი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი ოთხშაბათს, ვაშინგტონის შტატში მდებარე ლუის-მაკკორდის ბაზის მახლობლად სამხედრო წვრთნების დროს ჩამოვარდა.
ვერტმფრენის ბორტზე აშშ-ის ელიტარული 160-ე სპეციალური ოპერაციების საავიაციო პოლკის მე-4 ბატალიონის ოთხი ჯარისკაცი იმყოფებოდა.
აშშ-ის არმიის განცხადებით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.