ნიდერლანდები სლოვაკეთისთვის ევროკავშირში ხმის უფლების ჩამორთმევას გეგმავს

ნიდერლანდები სლოვაკეთისთვის ევროკავშირში ხმის უფლების ჩამორთმევას გეგმავს

11 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 276

ნიდერლანდები სლოვაკეთისთვის ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას გეგმავს.

ევროკავშირის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ნიდერლანდების მთავრობა სერიოზულად განიხილავს სლოვაკეთის წინააღმდეგ მე-7 მუხლის პროცედურის გააქტიურებას ბოლო დროს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო.

ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლი დისციპლინური მექანიზმია, რომელსაც საბოლოოდ შეუძლია, გამოიწვიოს სანქციები, მათ შორის წევრი სახელმწიფოს ხმის მიცემის უფლების შეჩერება, თუ ის არღვევს კავშირის ძირითად ღირებულებებს, როგორებიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა ან ადამიანის უფლებები.

ეს ნაბიჯი ნიდერლანდების პარლამენტის 16 ოქტომბრის რეზოლუციას მოჰყვა, რომელიც მოუწოდებს კანონმდებლებს, მტკიცე რეაგირება მოახდინონ იმაზე, რასაც კანონმდებლები ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევად და ლგბტქ უფლებების შეზღუდვად მიიჩნევენ.

გავრცელებული ცნობით, ნიდერლანდების მთავრობა ამჟამად ამოწმებს მხარდაჭერას სხვა წევრ სახელმწიფოებში, თუმცა რეალურად უპირატესობას ანიჭებს ევროკომისიას, რომ დარღვევის საქმე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში აღძრას.

გავრცელებული ცნობით, ეს ასევე მოხდა მას შემდეგ, რაც რობერტ ფიცოს მმართველი პარტია „სმერი“ 17 ოქტომბერს ამსტერდამის კონგრესზე „ევროპის სოციალისტების პარტიიდან“ გარიცხეს, რითიც სრულად დაკარგა თავისი მთავარი ევროპული ოჯახის დაცვა.

სლოვაკეთის პარლამენტმა სექტემბრის ბოლოს დაამტკიცა კონსტიტუციაში შესწორებები, რომლებიც მხოლოდ ორ სქესს, მამრობითს და მდედრობითს აღიარებს. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დაუქორწინებელი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანის აკრძალვას და სუროგაციის სრულ აკრძალვას. პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებების მიზანია „ტრადიციული ღირებულებების გაძლიერება და სლოვაკეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება“. ცვლილებები ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე