ნიუ-იორკში შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ნიუ-იორკში შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

29-07-2025 13:21
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 880

ნიუ-იორკში შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ცათამბჯენში გახსნა, რის შედეგადაც, სამი სამოქალაქო პირი და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.

ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი 27 წლის შეინ დევონ ტამურაა, რომელიც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიერვე განხორციელებული სროლის შედეგად მიყენებული დაზიანებით გარდაიცვალა.

ტიშის ცნობით, ეჭვმიტანილი ლას-ვეგასში ცხოვრობდა და ნიუ-იორკში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავტომობილით ჩავიდა.

„მას ფსიქიკური ჯანმრთელობის ისტორია ჰქონდა. მოტივზე გამოძიება მიმდინარებს და ვცდილობთ გავიგოთ, თუ რატომ აირჩია მან ეს კონკრეტული ადგილი“, - განაცხადა ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე