ნორვეგია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად 700 მილიონამდე დოლარს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად 700 მილიონამდე დოლარს გამოყოფს

11 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 252

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 7 მილიარდამდე კრონს (დაახლოებით 695.7 მილიონი დოლარი) გამოყოფს, - ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ნორვეგიის მთავრობაში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას გერმანიიდან მიეწოდება.

„გერმანიასთან ერთად, უზრუნველყოფთ, რომ უკრაინამ მიიღოს ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემები. გერმანია და ნორვეგია ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას ქვეყნისა და მშვიდობიანი მოსახლეობის რუსული საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის ბრძოლაში“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ.

ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, ნორვეგია და გერმანია აფინანსებენ Patriot-ის ორ სისტემას, მათთვის განკუთვნილი რაკეტების ჩათვლი. გარდა ამისა, ნორვეგია მონაწილეობს გერმანული მწარმოებლის Hensoldt-ისგან საჰაერო თავდაცვის რადარების და Kongsberg-ისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაში.

„საჰაერო თავდაცვა ასევე გადამწყვეტია სამხედრო ქვედანაყოფებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. ახლა, გერმანიასთან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას“, - განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ტორე სანდვიკმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე