ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში აფხაზეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი პირი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში აფხაზეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი პირი დაიღუპა

8 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 235

სპეციალური სამხედრო ოპერაციისას რუსეთთან ერთად მებრძოლი აფხაზეთის 70-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა“ , - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს, როდესაც რუსეთი გლობალური ბოროტების წინააღმდეგ ეგზისტენციალურ ბრძოლას აწარმოებს, პატარა აფხაზეთი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც მის გვერდითაა. მაგალითად, აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე 70-ზე მეტი ბიჭი დავკარგეთ“, - აღნიშნა ბარციცმა.

მისი თქმით, "ე.წ. სპეციალური ოპერაციის ზონაში მუშაობენ მოხალისეები, აფხაზეთიდან ჩასული ჟურნალისტები და მედიკოსები, რომლებიც დაჭრილებს ეხმარებიან". ბარციცის ინფორმაციით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ ჰუმანიტარული მისიით თავადაც იმყოფებოდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე