ორგზის ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი, მეუღლესთან ერთად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ორგზის ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი, მეუღლესთან ერთად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

27-02-2025 15:05
კატეგორიები: მსოფლიო

ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი, მეუღლესთან ერთად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Variety-ი ავრცელებს.

Variety-ის ცნობით, ორგზის ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მეუღლე, პიანისტი ბეტსი არაკავა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა ფეში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ასევე, მკვდარი იპოვეს მათი ძაღლიც.

„გვჯერა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, თუმცა მათი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია“, - განაცხადეს სანტა ფეს ოლქის შერიფის ოფისში.

ჯინ ჰეკმენი 95 წლის, ხოლო მისი მეუღლე, ბეტსი არაკავა 63 წლის იყო.

ჯინ ჰეკმენმა კარიერის განმავლობაში „ოსკარი“ ორჯერ, 1972 და 1993 წლებში მოიპოვა.

პოსტი ნახა: 1153


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე