პაკისტანის პრემიერ-მინისტრი - სრული უფლება გვაქვს, ინდოეთის „საომარ აქტს“ ვუპასუხოთ

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი - სრული უფლება გვაქვს, ინდოეთის „საომარ აქტს“ ვუპასუხოთ

18 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

პაკისტანს სრული უფლება აქვს, ინდოეთის „საომარ აქტს“ უპასუხოს, – „სიენენი“ ინფორმაციით, ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებაშია აღნიშნული.

„პაკისტანელმა ერმა და პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა კარგად იციან, როგორ გაუმკლავდნენ მტერს“, – ნათქვამია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ამასთან, პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა ასიფის განცხადებით, „ინდოეთის სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები“.

„ინდოეთი ამტკიცებს, რომ ტერორისტულ ბანაკებს დაესხა თავს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, საერთაშორისო მედიას შეუძლია, ეწვიოს ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები გახდნენ სამიზნე“, – განაცხადა ასიფმა.​​​​​​​​​​​​​​​​

ცნობისთვის, ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პაკისტანში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ინდოეთის მთავრობაში კი განაცხადეს, რომ ინდოეთის სამიზნე სამხედრო ობიექტები არ ყოფილა, მათი ოპერაცია მიმართული იყო პაკისტანში და ჯამუ ქაშმირში ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, საიდანაც ინდოეთზე ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა და იმართებოდა.

პოსტი ნახა: 289


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე