პანამის პრეზიდენტი: პანამის არხი არის და იქნება პანამის

პანამის პრეზიდენტი: პანამის არხი არის და იქნება პანამის

21-01-2025 02:05
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 542

პანამის არხი არის და იქნება პანამის, - განაცხადა პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ.

„პანამის არხი არის და იქნება პანამის და მისი ადმინისტრაცია კვლავაც იქნება პანამის კონტროლის ქვეშ მისი მუდმივი ნეიტრალიტეტის შესაბამისად“, - აღნიშნა პანამის პრეზიდენტმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ“.

„ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცნენ ამ სულელური საჩუქრის გამო [პანამის არხის გადაცემა], რომელიც არასდროს უნდა გაგვეკეთებინა და პანამის მიერ ჩვენთვის მიცემული პირობა დარღვეულია. ჩვენი გარიგების მიზანი და ჩვენი ხელშეკრულების სულისკვეთება მთლიანად დაირღვა. ამერიკულ გემებს სასტიკ ტარიფებს უწესებენ და არ ექცევიან სამართლიანად და ეს მოიცავს შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტს. უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე