Politico - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტის წარდგენა გადაიდო

Politico - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტის წარდგენა გადაიდო

2 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 105

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს ოთხშაბათს აღარ წარადგენს, როგორც ეს აქამდე იყო დაგეგმილი, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემას ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ სანქციების მომდევნო პაკეტის წარდგენა Coreper II-ის (მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის) დღის წესრიგიდან ამოიღეს.

კომისია ოთხშაბათს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებისთვის სანქციების მე-19 პაკეტს წარდგენას გეგმავდა, რომელიც, დიპლომატების თქმით, მოიცავს რუსულ ბანკებს, მოსკოვის „ჩრდილოვან ფლოტს“ და მესამე ქვეყნებში სანქციების გვერდის ავლის შემაჩერებელ ზომებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში გააძლიერა ზეწოლა ევროკავშირზე, რათა მან უკრაინაში ომის დასრულების მცდელობის ფარგლებში მოსკოვს ენერგორესურებით მიღებული შემოსავლები შეუმციროს.

ვაშინგტონი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა მაღალი სავაჭრო ტარიფები დაუწესოს ინდოეთსა და ჩინეთს, რომლებიც რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველები არიან და თავადაც შეწყვიტოს რუსული ენერგორესურსების იმპორტი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე