ქეთა თოფურია "სერიოზული დაავადების ზღვარზე აღმოჩნდა" - რას წერს რუსული მედია?

ქეთა თოფურია "სერიოზული დაავადების ზღვარზე აღმოჩნდა" - რას წერს რუსული მედია?

6 საათის წინ
კატეგორიები: სხვა ამბები
პოსტი ნახა: 314

"ა-სტუ­დი­ოს" ვო­კა­ლის­ტი, სამი შვი­ლის დედა და მრა­ვა­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის­თვის სტი­ლის ხატი, ქეთა თო­ფუ­რია სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ზღვარ­ზე აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რო­ბენ ღიად. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია წერს.

სა­უ­ბა­რია შე­საძ­ლო მას­ტი­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე - სა­შიშ ან­თე­ბით პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ძუ­ძუ­თი კვე­ბას­თან.ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა, რომ მე­სა­მე მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ დად­გა არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე, რო­დე­საც უმ­ჯო­ბე­სი იყო უარი ეთ­ქვა ახალ­შო­ბი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის ძუ­ძუ­თი კვე­ბა­ზე. მი­ზე­ზი რძის სი­ჭარ­ბე და სარ­ძე­ვე არ­ხე­ბის რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­და. რო­გორც მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, ეს იყო წინა მას­ტი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­და­ი­ზარ­დოს მწვა­ვე ან­თე­ბით სტა­დი­ა­ში.

პირ­ვე­ლი ორი ორ­სუ­ლო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­დე­საც ქეთა მშვი­დად უმკლავ­დე­ბო­და ახალ­გაზ­რდა დე­დის როლს, მე­სა­მე გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მას­ტი­ტი ხომ რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და, რო­გორც თა­ვად ვარ­სკვლავ­მა აღი­ა­რა, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი: მისი წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ მო­მენ­ტამ­დე, სა­ნამ ორ­გა­ნიზ­მი სიგ­ნალს არ მოგ­ცემს.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრა საკ­მა­ოდ რთუ­ლია და შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის გა­გე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა თუ არა, სა­ნამ უშუ­ა­ლოდ კვე­ბის პრო­ცეს­ში არ აღ­მოჩ­ნდე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში. 

მომ­ღე­რალ­მა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად ისა­უბ­რა დე­ტა­ლებ­ზე. ქე­თას თქმით, "გო­გო­ნებს ჯო­ბია არ შე­ე­შინ­დეთ". თუმ­ცა, ამ მსუ­ბუ­ქი ფორ­მუ­ლი­რე­ბის მიღ­მა რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე იმა­ლე­ბა, რო­მელ­საც ბევ­რი დედა აწყდე­ბა, მაგ­რამ ცოტა თუ ბე­დავს ამა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს - აღ­ნიშ­ნავს მე­დია.

ამ­ჟა­მად ქეთა თო­ფუ­რია ოჯახ­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. სამი შვი­ლი, სხვა­დას­ხვა ასა­კის, სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­თა და ხა­სი­ა­თით, მის­გან სრულ ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. ოლი­ვია (2015 წ.), უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, უკვე იზ­რდე­ბა. უმ­ცრო­სი ვაჟი, ადა­მი (2021 წ.), ასე­ვე აქ­ტი­უ­რია, ხოლო პა­ტა­რა ნი­კო­ლი (2024 წ.) ახლა იწყებს სამ­ყა­როს გაც­ნო­ბას.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე