რაფაელ გროსი - ირანი გამდიდრებული ურანის წარმოებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში შეძლებს

რაფაელ გროსი - ირანი გამდიდრებული ურანის წარმოებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში შეძლებს

29-06-2025 16:32
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 842

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში შეძლებს გამდიდრებული ურანის წარმოების დაწყებას იმ ზიანის მიუხდავად, რაც ქვეყნის ბირთვულ ობიექტებს აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად მიადგა.

„მათ შეუძლიათ, ვიტყოდი, რომ რამდენიმე თვეში, ან უფრო ნაკლებ დროში, ცენტრიფუგის რამდენიმე კასკადის ამოქმედება და გამდიდრებულ ურანის წარმოქმნა, ან უფრო ნაკლებს“, - განაცხადა გროსიმ CBS News-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, აქვს თუ არა სააგენტოს ინფორმაცია, გადაიტანა თუ არა, ან სად ირანმა დაახლოებით 400 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანი, რომელიც მას თავდასხმებამდე ჰქონდა, რაფაელ გროსიკმ უპასუხა :

„არ ვიცით, სად შეიძლება იყოს ეს მასალა. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი თავდასხმის დროს განადგურებულიყო, მაგრამ ზოგიერთი - გადაეტანათ“.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე