რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინას ეწვევა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინას ეწვევა

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 216

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინას ეწვევა, - ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა, ნარიმან ჯელალმა, RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე ამჟამად აქტიურად მუშაობს ერდოღანის უკრაინაში ვიზიტის ორგანიზებაზე. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას პირადი მოწვევა გადასცა.

„ეს ვიზიტი მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, რადგან არსებობს მრავალი საკითხი, რომელიც მის განხორციელებას უშლის ხელს“, - განაცხადა ელჩმა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ვიზიტის მთავარი თემა შესაძლოა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება იყოს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე