Reuters - ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს

Reuters - ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს

03-05-2025 13:46
კატეგორიები: მსოფლიო

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, უკრაინაში ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, აშშ-ის პოტენციური სანქციების სამიზნეს რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სექტორები, მათ შორის „გაზპრომი“ და სხვა კომპანიები, წარმოადგენს.

„ეროვნული უშიშროების საბჭო ცდილობს კოორდინაცია გაუწიოს რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ქმედებას. ამას ხელი ტრამპმა უნდა მოაწეროს. ეს სრულიად მისი გადასაწყვეტია“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა სანქციების აღნიშნულ პაკეტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

 

წყარო

პოსტი ნახა: 51


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე