ჩინეთში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, ცხრა კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
როგორც Reuters წერს, ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ პრობლემები განსაკუთრებით პეკინსა და მის შემოგარენში შექმნა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პეკინიდან 80 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ასევე, ძლიერი წვიმის შედეგად, გზები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ხოლო 136 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.