Reuters - ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

Reuters - ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

22-05-2025 12:27
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 450

ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ჩონჯინის ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტში მომხდარი ინციდენტი გემის გაშვების დროს წონასწორობის დაკარგვამ გამოიწვია, რის შედეგადაც სამხედრო ხომალდის ძირის ნაწილები დაიმსხვრა.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, რომელიც 5000 ტონიანი გამანადგურებლის წარუმატებელ ჩაშვებას თავად ესწრებოდა, განაცხადა, რომ ეს „დანაშაულებრივი ქმედება იყო, რომლის ატანაც არ შეიძლება“ და პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე