Reuters - ევროკომისია აშშ-ს საპასუხოდ 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს

Reuters - ევროკომისია აშშ-ს საპასუხოდ 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს

08-04-2025 02:13
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 630

ევროკომისია აშშ-ს საპასუხოდ 25%-იანი ტარიფების დაწესებას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის მიერ წევრი ქვეყნებისთვის დასამტკიცებლად გაგზავნილ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებულ ზოგიერთ საქონელზე ტარიფები 16 მაისიდან ამოქმედდება, ხოლო ზოგიერთზე 1-ელი დეკემბრიდან.

Reuters-ის ცნობით, სიიდან ამოღებულია „ბურბონი“, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროკავშირს აშშ-ში იმპორტირებულ ევროპულ ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე 200%-იანი ტარიფებით დაემუქრა, თუ ევროპა „ბურბონზე“ თავდაპირველად გამოცხადებულ 50%-იან ტარიფებს დააწესებდა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის წინადადებას კენჭს 9 აპრილს უყრიან.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე