Reuters - მოსამართლის ბრძანებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სალვადორში შეცდომით დეპორტირებული მამაკაცი აშშ-ში უნდა დააბრუნოს

Reuters - მოსამართლის ბრძანებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სალვადორში შეცდომით დეპორტირებული მამაკაცი აშშ-ში უნდა დააბრუნოს

05-04-2025 15:29
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 884

მოსამართლის ბრძანებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სალვადორში შეცდომით დეპორტირებული მამაკაცი აშშ-ში უნდა დააბრუნოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ფედერალურმა მოსამართლემ, პაულა ქსინისმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მერილენდის შტატიდან შეცდომით დეპორტირებული კილმარ აბრეგო გარსიას აშშ-ში დაბრუნებისთვის დრო 7 აპრილამდე მისცა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ გარსიას სალვადორში დეპორტაციის მიზეზი ადმინისტრაციული შეცდომა იყო, მაგრამ აღნიშნეს, რომ მის დასაბრუნებლად აშშ-ს სამართლებრივი უფლებამოსილება არ აქვს.

ადვოკატის ცნობით, სალვადორის მოქალაქე აბრიგო გარსიას ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გაცემული აშშ-ში ლეგალურად მუშაობის ნებართვა აქვს.

ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაასაჩივრა და განაცხადა, რომ სალვადორულ ტერორისტულ ორგანიზაცია MS-13-თან კავშირის ბრალდებით დაკავებულ და დეპორტირებულ გარსიას აშშ-ში ყოფნის კანონიერი უფლება არ აქვს.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე