რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი მზადაა, ევროკავშირში გამოიყენოს ვეტოს უფლება რუსული ენერგორესურსების მიწოდების აკრძალვაზე

რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთი მზადაა, ევროკავშირში გამოიყენოს ვეტოს უფლება რუსული ენერგორესურსების მიწოდების აკრძალვაზე

22 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 117

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზადაა, ვეტო დაადოს რუსეთიდან ენერგორესურსების მიწოდების აკრძალვას.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ კრემლში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები თავად ევროკავშირს აზიანებს.

რობერტ ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, გამოიყენოს ევროკავშირში ვეტოს უფლება რუსული ენერგორესურსების მიწოდების აკრძალვაზე.

„თუ საჭიროა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთიდან ენერგორესურსების მიწოდების აკრძალვას დაეთანხმება 27 წევრი სახელმწიფო, ჩვენ გამოვიყენებთ ვეტოს უფლებას ყველა სახის ენერგორესურსის იმპორტის აკრძალვაზე“, – თქვა ფიცომ.

სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე 9 მაისს მოსკოვში ჩასულიყო.

„მე არ მქონია არანაირი დილემა მას შემდეგ, რაც მივიღე მიწვევა. ჩემთვის ეს პატივია და მე სიამოვნებით მივიღე ეს მიწვევა“, – თქვა ფიცომ.

ამასთან ერთად, ფიცომ „ბავშვურ ხუმრობად“ დაასახელა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მცდელობები, ხელი შეეშალათ მისი ვიზიტისთვის რუსეთში.

„ყველა ტექნიკური პრობლემა, რომლებსაც ჩვენ შევეჯახეთ და რომლებიც შექმნეს ჩვენმა კოლეგებმა ევროკავშირიდან, ჩავთვალოთ ბავშვურ ხუმრობად. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ვარიანტი, როგორ მოვხვედრილიყავით აქ, თუნდაც მანქანით ბელარუსის გავლით. კიდევ ერთი ალტერნატივა იყო კალინინგრადის გავლით. შესაძლებლობები ბევრი იყო. ჩვენ გვქონდა მკაფიო მიზანი – 09:00 საათზე უნდა ვყოფილიყავით მოსკოვში და ეს მოხერხდა.

მე არ ვუჭერ მხარს ახალი რკინის ფარდის იდეას ევროპაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ შესაძლო ფარდის გავლით ჩვენ ხელს ვართმევდეთ ერთმანეთს“, – თქვა სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე