რობერტ ფიცო - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მითხრა, რომ სრული იდიოტი ვარ

რობერტ ფიცო - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მითხრა, რომ სრული იდიოტი ვარ

31-03-2025 20:04
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 842

ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრისას სრული იდიოტი მიწოდა. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების საკითხს განიხილავდა, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შევა.

„ურსულამ მკაცრად მისაყვედურა, ძალიან მკაცრად. რობერტ, რა ჩაიდინე? რატომ მოელაპარაკე ტრამპს ასე? ნახევარი საათის განმავლობაში მსაყვედურობდა და ამბობდა, რომ სრული იდიოტი ვარ“, - განაცხადა რობერ ფიცომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესება ევროკავშირის ფარგლებში ბევრ სფეროს დააზიანებს.

„ტარიფები ევროკავშირის ყველა წევრს ტვირთად დააწვება და ევროპიდან აშშ-ში პროდუქციის ექსპორტს გაართულებს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე