რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება, პირველი ეგზიტპოლების შედეგები კი საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევეა მოსალოდნელი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, არჩევნებში ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერი, ჯორჯ სიმიონი ლიდერობს.

სიმიონის გარდა, არჩევნებში პრეზიდენტობის კიდევ 10 კანდიდატი მონაწილეობს.

ცნობისთვის, ეს რუმინეთში ბოლო 6 თვეში მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია. გასული წლის ნოემბერში რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელეს. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.

პოსტი ნახა: 121


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე