რუსების მიერ კიევზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ტიმურ ტკაჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის, 6 დაღუპული გვყავს. დაღუპულებს შორის არის ექვსი წლის ბავშვი“, - წერს ტკაჩენკო „ტელეგრამის“ არხზე.
მისი ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
შეგახსენებთ, დღეს ღამით რუსებმა კიევზე თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით განახორციელეს. რუსულმა ძალებმა კიევში ოთხ რეგიონსა და 27 ლოკაციას დაარტყეს.