რუსებმა დონეცკის ოლქში პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ხალხს დაარტყეს, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს.
„რუსეთის სასტიკი საჰაერო დარტყმა პირდაპირ ადამიანებზე. ჩვეულებრივ მშვიდობიან მოქალაქეებზე. ზუსტად იმ დროს, როდესაც პენსიები გაიცემოდა. წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
მისი თქმით, „მსგავსი რუსული დარტყმები მსოფლიოს მიერ რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“.
„რუსები სიცოცხლის განადგურებას აგრძელებენ, თუმცა სანქციებს თავს არიდებენ. მსოფლიო უმოქმედოდ არ უნდა დარჩეს. საჭიროა აშშ-ისა და ევროპის მხრიდან რეაგირება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.