რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს, დარტყმები 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა უკრაინას 138 დრონით შეუტიეს, დარტყმები 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა

16-06-2025 15:04
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 495

რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 138 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 125 დრონი გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დარტყმები 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევები კი რვა ადგილას დაეცა.

რუსებმა შეტევა ბრიანსკის, კურსკის, ორიოლისა და შატალოვოს მიმართულებებიდან განახორციელეს. თავდასხმის მთავარი მიმართულება დონეცკის რეგიონი იყო.

უკრაინული მედიის ცნობით, 16 ივნისის ღამეს კიევზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ჩერკასის ოლქში ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების ნამსხვრევებმა საცხოვრებელი შენობები, ავტოფარეხი და გაზსადენი დააზიანა, ერთ-ერთი სოფლის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ზაპოროჟიეში, თავდასხმის შედეგად, სამრეწველო ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე