რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 123

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს.

„ჩვენი ხალხი სახლშია. მათი უმეტესობა 2022 წლიდან რუსეთის ტყვეობაშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, დაბრუნებულ ტყვეებს შორის არიან უკრაინელები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში: დონეცკსა და მარიუპოლში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ხერსონში იბრძოდნენ.

„გაცვლა უნდა გაგრძელდეს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს. უკრაინის მიზანია ყველა ჩვენიანის გათავისუფლება რუსეთის ტყვეობიდან. მადლობა ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე