სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი ლი ჯე-მიუნგი გახდა

სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი ლი ჯე-მიუნგი გახდა

03-06-2025 23:43
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 163

სამხრეთ კორეაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალური პარტიის ლიდერმა, ლი ჯე-მიუნგმა გაიმარჯვა.

ბიულეტენების 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, ლი ჯე-მიუნგმა ხმათა 48,8% მოიპოვა.

ახალმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და დაჰპირდა, რომ მათ იმედს არ გაუცრუებს.

სამხრეთ კორეის კონსერვატორმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, კიმ მუნ-სუმ დამარცხება აღიარა და ლი ჯე-მიუნგს გამარჯვება მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 80%-ს, მიაღწია, რაც დაახლოებით 44,5 მილიონი ამომრჩეველია. ეს 1997 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე