საუდის არაბეთი, ომანი და კატარი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს ეხმაურებიან

საუდის არაბეთი, ომანი და კატარი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს ეხმაურებიან

22-06-2025 13:42
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 410

საუდის არაბეთი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოხატავს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ „კრიზისის დასასრულებლად პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნა სურთ“.

ამასთან, ომანი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები ომის გაფართოების საფრთხეს ჰქნის და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა გმობს სიტუაციის გაუარესებას და სახიფათო დაძაბულობას მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაბომბვამ კატასტროფული შედეგები გამოიწვია რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე