„სიენენი“ - ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა

„სიენენი“ - ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა

30-01-2025 19:29
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 344

ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ვაშინგტონის სახანძრო და სასწრაფო სამსახურის უფროსის, ჯონ დონელის განცხადებით, სამაშველო ოპერაციები ახლა ცხედრების ძებნის ოპერაციად გადაიქცა.

როგორც მედია წერს, ამ დროისთვის შეჯახების ადგილიდან, სულ მცირე, 30 ცხედარი ამოიყვანეს.

ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე