სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ჩავიდა, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს.
აჰმედ ალ-შარაა კრემლში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.
შეხვედრის მთავარი თემა სირიასა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები იქნება.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, აჰმედ ალ-შარაა ვლადიმერ პუტინს სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემას ოფიციალურად სთხოვს.