სომხეთში, ერევნის მახლობლად მდებარე პარაკარის თემის ხელმძღვანელი და სომხური ოპოზიციური პარტია „ქვეყანა სიცოცხლისთვის“ წარმომადგენელი, ვოლოდია გრიგორიანი მოკლეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გრიგორიანი საკუთარ სახლში წუხელ მოკლეს. მასთან ერთად მოკლულია მისი მეგობარიც, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი და დაჭრილია კიდევ ერთი პირი.
ეჭვმიტანილი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მედიის ინფორმაციით, ვოლოდია გრიგორიანი პარაკარის თემის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის აპრილში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია„სამოქალაქო შეთანხმების“ კანდიდატი, ლუდვიგ გიულნაზარიანი დაამარცხა.