ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

8 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 201

ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ანვარ იბრაჰიმის განცხადებით, რომელმაც ლიდერების შევხედრას უმასპინძლა, მხარეები მზად არიან სასაზღვრო რეგიონებში შეტაკებები დაასრულონ.

„ლიდერებმა გამოთქვეს თავიანთი პოზიცია და მზადყოფნა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია დეესკალაციისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის“, - განაცხადა იბრაჰიმმა.

ლიდერების შეხვედრას პოზიტიურად აფასებს კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ მანეტიც. მისი თქმით, ქვეყნებმა ერთმანეთის მიმართ ნდობა უნდა აღუდგინონ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებების შედეგები ორივე მხრიდან ასობით ათასი ადამიანისთვის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. დროა დავიწყოთ ნდობის აღდგენა კამბოჯასა და ტაილანდს შორის“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებმა სასაზღვრო კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დღეს მალაიზიაში გამართეს.

24 ივლისს დაწყებულ კონლფიქტს სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა და 200 000-მდე პირი იძულებით გადაადგილდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე