უკრაინა ცდილობს თავი აარიდოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მწვავე უკმარისობას, რადგან აშშ მათ მომარაგებას ანელებს, ხოლო რუსეთი საჰაერო დარტყმებს ზრდის. სტატიას ამ შინაარსით The Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ვითარება გამწვავდა იმის გამო, რომ აშშ რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო ელემენტებს არარეგულარულად და მცირე მოცულობით აწვდიდა.
როგორც The Financial Times-ი წერს, ჩინოვნიკები და ანალიტიკოსები აფრთხილებდნენ ამერიკულ მხარეს, რომ თუ მოსკოვი ესკალაციას გააგრძელებს, ან სარაკეტო დარტყმების ინტენსივობას გაზრდის, უკრაინის საჰაერო დაცვის ქვედანაყოფებში სისტემების დეფიციტი შეიქმნება.
„როდის ამოიწურება საბრძოლო მასალა - ეს დროის ამბავია“, - განაცხადა წყარომ, რომელიც აშშ-ის მიერ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მომარაგების საქმეს იცნობს.