The Guardian - კონგოში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა

The Guardian - კონგოში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა

19-04-2025 15:09
კატეგორიები: მსოფლიო

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაცია The Guardian-ი ავრცელებს.

The Guardian-ის ინფორმაციით, მდინარე კონგოში ხის ნავს, რომელზედაც 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა და გადაბრუნდა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როცა ერთ-ერთი მგზავრი ნავზე საჭმელს ამზადებდა.

გადარჩენილთაგან უმეტესობას მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

პოსტი ნახა: 502


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე