თურქეთი და ამერიკა იშვიათი მეტალების მოპოვებას ერთად დაიწყებენ

თურქეთი და ამერიკა იშვიათი მეტალების მოპოვებას ერთად დაიწყებენ

10-10-2025 00:05
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 221

თურქეთის ხელისუფლებასა და თეთრ სახლს შორის იშვიათი მეტალების მოპოვებაზე მოლაპარაკებები აქტიურად დაიწყო. ორ მხარეს შორის საბოლოო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ანატოლიის დასავლეთით მდებარე მინერალების საბადოებში მოპოვებით სამუშაოებს ორი ქვეყნის კომპანიები ერთად დაიწყებენ.

ერდოღანისთვის ეს ინიციატივა ორმხრივად სასარგებლოა. ერთი, რომ მოხდება ადგილობრივი თავდაცვისა თუ ტექნოლოგიური სფეროების გაძლიერება და მათი დამოკიდებულების შემცირება გარე მომწოდებლებზე. მეორე უპირატესობა კი არის ის, რომ პროცესში შემოვა ისეთი სუპერძალა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. გლობალური მოთამაშე, რომელსაც თურქეთის ტერიტორიაზე საკუთარი ინტერესები ექნება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცულობას კიდევ უფრო უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი გეგმა ოფიციალურმა ანკარამ ჩინეთისა და რუსეთის ხელისუფლებებსაც წარუდგინა, თუმცა მოლაპარაკებები მოპასუხე მხარის მხრიდან ინტერესის ნაკლებობის გამო გაიყინა. შესაბამისად, ერდოღანის ხელისუფლებამ ყურადღება მთლიანად ვაშინგტონისკენ მიმართა და მოელის, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება. თუ ოფიციალური ანკარას მცდელობა გაამართლებს, თურქეთი იშვიათი მეტალების კუთხით მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცევა და ტრადიციულ მიმწოდებლებზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ იშვიათი მეტალების მოპოვება-ექსპორტის მიმართულებით ცენტრალურ მოთამაშეებად კვლავ ჩინეთი და ინდოეთი რჩებიან. აზიური გიგანტი გლობალური წარმოების უპირობო ლიდერია, ინდოეთი კი საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გასამყარებლად მოპოვებისა და დამუშავების მასშტაბებს მნიშვნელოვნად ზრდის. ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში ისინი მსხვილ ინვესტიციებს დებენ და პარტნიორობებს აფორმებენ, რათა დომინანტი პოზიციები შეინარჩუნონ.

წყარო: BM.GE



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე