თურქეთში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, 761 ხანძარი გაჩნდა

თურქეთში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, 761 ხანძარი გაჩნდა

07-07-2025 14:37
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 457

თურქეთში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, 761 ხანძარი დაფიქსირდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, კვირა დღის მონაცემებით, ყველა ხანძარი ჩამქრალი ან კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული, მათ შორის 20 დიდი ხანძარი იზმირის, საკარიას, ჰატაის, ბილეჩიკის, მანისის, სტამბოლისა და ბურსას პროვინციებში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ მხოლოდ იზმირში, სადაც ზარალის სრული მასშტაბის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ხანძარმა სულ მცირე 228 სახლი სერიოზულად დააზიანა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც სახლები დაკარგეს, დროებით საცხოვრებლებში განთავსდებიან.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე