ტრამპი ბოდიშის მოხდას ითხოვს ეპისკოპოსისგან, რომელიც ქადაგების დროს მიგრანტებისა და LGBTQ თემის მიმართ მოწყალებას ითხოვდა

ტრამპი ბოდიშის მოხდას ითხოვს ეპისკოპოსისგან, რომელიც ქადაგების დროს მიგრანტებისა და LGBTQ თემის მიმართ მოწყალებას ითხოვდა

22-01-2025 19:07
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 591

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბოდიშის მოხდას ითხოვს ეპისკოპოსისგან, რომელიც ქადაგების დროს მიგრანტებისა და LGBTQ თემის მიმართ მოწყალებას ითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ე.წ. ეპისკოპოსი, რომელმაც სამშაბათს დილით ისაუბრა ქადაგების დროს, იყო რადიკალი მემარცხენე და ტრამპის მოძულე. მან თავისი ეკლესია პოლიტიკის სამყაროში გარია ძალიან არაკეთილსინდისიერი გზით. მისი ტონი საზიზღარი იყო. მან არ ახსენა არალეგალური მიგრანტების დიდი რაოდენობა, რომლებიც შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და მოკლეს ხალხი. მან და მისმა ეკლესიამ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ!“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ეპისკოპოსმა მარიან ედგარ ბუდემ სამშაბათს ქადაგების დროს, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, განაცხადა „უფლის სახელით, გთხოვთ, მოწყალება გამოიჩინოთ ჩვენს ქვეყანაში შეშინებული ხალხის მიმართ“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე