უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში ჩავიდა

03-06-2025 15:54
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 786

უკრაინის დელეგაცია, რომელსაც უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს, ვაშინგტონში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი იუწყება, რომელიც რომელიც ასევე დელეგაციის წევრია.

მისივე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„ვისაუბრებთ სტამბოლში გამართული შეხვედრების შედეგებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აჭიანურებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და მოლაპარაკებების პროცესს. ჩვენი დღის წესრიგი საკმაოდ კომპლექსურია. ვგეგმავთ საუბარს თავდაცვის სფეროში მხარდაჭერაზე, ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, კერძოდ, სენატორ გრეჰემის კანონპროექტზე. ასევე განვიხილავთ უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ადრე ხელი მოეწერა“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ განიხილება რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხი და აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესში. ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე განიხილავენ საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებულ რუსულ პროპაგანდას.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე