უკრაინის გენშტაბი - უკრაინის საჰაერო ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

უკრაინის გენშტაბი - უკრაინის საჰაერო ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს

04-05-2025 11:31
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 530

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის რაიონში რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დადასტურებულია, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის მე-6 მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტს ბახმუტის რაიონში, რომელიც დროებით ოკუპირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ მონაცემები ზუსტდება.

მათივე ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის საოკუპაციო ძალების შესაძლებლობა, კონტროლი განახორციელოს პოკროვსკის მიმართულებით.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე