უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - უკრაინელებმა აგვისტოში კონტროლი 58 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე აღადგინეს და დონეცკში რუსების გეგმები ჩაშალეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - უკრაინელებმა აგვისტოში კონტროლი 58 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე აღადგინეს და დონეცკში რუსების გეგმები ჩაშალეს

16 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 330

უკრაინის არმიამ აგვისტოში აღადგინა კონტროლი 58 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე, გაათავისუფლა რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ჩაშალა რუსეთის გეგმები, დონეცკის რეგიონში შეეღწიათ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„2025 წლის აგვისტო ჩვენი ჯარებისთვის დიდი განსაცდელების თვე იყო, მაგრამ საბოლოოდ ბევრი დადებითი შედეგი მივიღეთ“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ძირითადი ძალისხმევა მტრის შეკავებასა და მისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაზე იყო მიმართული.

"აუცილებელი იყო სიტუაციის სტაბილიზაცია ყველაზე საშიში - ლიმანის, დობროპოლსკის, პოკროვსკის, ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით და ამავდროულად აქტიური თავდაცვის ტაქტიკის გამოყენება, დაკარგული ტერიტორიების აღდგენა, ქალაქების დაცვა მტრის რაკეტებისა და დრონების დარტყმებისგან და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმა.

რუსებს პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციის ტერიტორიაზე გარღვევის და ზაპოროჟიეზე შეტევის იმედი ჰქონდათ, თუმცა ეს გეგმები ჩაიშალა. დობროპოლის მიმართულებით ოკუპანტებმა 13,5 კვ. კმ დაიკავეს, მაგრამ 25,5 კვ. კმ დაკარგეს. პოკროვსკში მათ 5 კვ. კმ მოიპოვეს, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 26 კვ. კმ-ზე კონტროლი აღადგინეს. სევერო-სლობოჟანსკის მიმართულებით უკრაინულმა ძალებმა 4 კვ. კმ დაიბრუნეს.

აგვისტოში აღდგა კონტროლი 58 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე და არაერთი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა“, - აღნიშნა სირსკიმ.

მთავარსარდალმა ასევე ისაუბრა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების წარმატების შესახებ. მისი თქმით, Deep Strike-ის საშუალებებით 60 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის საწვავის წარმოების ობიექტებს, საბრძოლო მასალის საწყობებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. სირსკის განცხადებით, უკრაინულმა დრონებმა აგვისტოში 67 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, ხოლო Middle Strike-ის პროგრამის ეფექტურობა 25%-ით გაიზარდა.

სირსკის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების დანაკარგებმა აგვისტოში 28 790-ს მიაღწია, 2025 წლის დასაწყისიდან 297 350 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ან დაიჭრა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე