უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებულ „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას ხელი 1-ელ მაისს ვაშინგტონში მოაწერეს.

დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“.

პოსტი ნახა: 141


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე