უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინას 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია

უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინას 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია

6 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 171

რუსეთმა უკრაინას 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 589 რუსული სამიზნე ობიექტი გაანეიტრალა.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 598 დრონი, „კინჟალის“ ტიპის 2 რაკეტა, „ისკანდერ-მ“ ტიპის 9 ბალისტიკური რაკეტა და Х-101-ის ტიპის 20 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

რუსული დრონებისა და რაკეტების დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. რუსული ძალების თავდასხმის შედეგად კიევში, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.

 


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე