ვიაჩესლავ ვოლოდინი - გერმანია უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს და სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში - გესმით, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს

ვიაჩესლავ ვოლოდინი - გერმანია უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს და სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში - გესმით, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს

10 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 280

გერმანიის მთავრობა სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში და უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს, - ამის შესახებ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„ვიცით, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს. ამით გერმანია სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. თქვენ თვითონ გესმით, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს“, - აღნიშნა ვოლოდინმა, რომელმაც ბუნდესტაგის პრეზიდენტს, იულია კლოკნერსა და გერმანიის პარლამენტის პოლიტიკური ფრაქციების ლიდერებს მიმართა.

მისი მტკიცებით, თანამედროვე ისტორიაში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ეფექტური ურთიერთქმედებისა და ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად, რამაც გერმანიას განვითარების საშუალება მისცა, თუმცა, ვოლოდინის თქმით, გერმანიის ამჟამინდელი მმართველი ელიტა ორ ქვეყანას შორის შეტაკებას პროვოცირებს.

„საკითხავია, უნდა თუ არა ეს გერმანელ ხალხს. ჩვენ არ გვინდა. მაგრამ თუ ეს მოხდება, მზად ვართ“, - აღნიშნა ვოლოდინმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე