ვილნიუსის აეროპორტი, ბელარუსიდან შეფრენილი კონტრაბანდის გადამტანი სამი მეტეოროლოგიური ბუშტის გამო, კვლავ დაიხურა.
მედიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის საღამოს, ვილნიუსის აეროპორტი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში დაიხურა, რამაც 20 რეისსა და დაახლოებით 2 000 მგზავრზე იმოქმედა.
ეს იყო აეროპორტის ფუნქციონირების პირველი იძულებითი შეწყვეტა ამ კვირაში - წინა ამინდის ბუშტების დარტყმები გასულ შაბათ-კვირას დაფიქსირდა და ბოლო კვირის განმავლობაში სულ ოთხი ასეთი ინციდენტი მოხდა.
სასაზღვრო დაცვის ცნობით, ამ ამინდის ბუშტებიდან ორი საღამოს 9-დან 10 საათამდე ვარენას სასაზღვრო რაიონში იპოვეს, ერთი კი - ვილნიუსში.
ცნობისთვის, ბოლო კვირის განმავლობაში კონტრაბანდის გადამტანი ბუშტების დაფიქსირების გამო, ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა ოთხჯერ შეაჩერა
 
                                 
                         
                         
                         
                 
             
                         
             
             
             
             
             
             
             
             
                 
                