ვიქტორ ორბანი მარინ ლე პენზე - მე ვარ მარინი!

ვიქტორ ორბანი მარინ ლე პენზე - მე ვარ მარინი!

31-03-2025 17:40
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 838

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს, რომელიც სასამართლომ ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო, მხარდაჭერას უცხადებს.

„მე ვარ მარინი“, - წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მარინ ლე პენის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს იტალიის ვიცე პრემიერ-მინისტრი, მატეო სალვინიც.

„ისინი, ვისაც ეშინია ამომრჩეველთა განაჩენის, ხშირად სიმშვიდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოვებენ. პარიზში დაგმეს მარინ ლე პენი და სურთ მისი გარიცხვა პოლიტიკური ცხოვრებიდან. ცუდი ფილმი, რომელსაც ასევე ვხედავთ სხვა ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი. მარინ ლე პენის წინააღმდეგ განაჩენი არის ომის გამოცხადება ბრიუსელის მიერ, იმ დროს, როდესაც ფონ დერ ლაიენისა და მაკრონის საომარი იმპულსები შიშის მომგვრელია. ჩვენ არ დავშინდებით, არ გავჩერდებით: მთელი სისწრაფით წინ, მეგობარო!“ - აცხადებს მატეო სალვინი.

მარინ ლე პენის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარე და პარტიის ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში, ხეერტ ვილდერსი.

„შოკირებული ვარ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი წარმოუდგენლად მკაცრი განაჩენით. მხარს ვუჭერ და 100 პროცენტით მჯერა მისი, რომ ის მოიგებს აპელაციას და გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი“, - აცხადებს ხეერტ ვილდერსი.

შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე