ტერორისტების სამიზნეები უცვლელი რჩება: მშვიდობიანი მოსახლეობა, საცხოვრებელი შენობები, ჩვენი ენერგეტიკული სექტორი და ინფრასტრუქტურა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.
მისი ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 450-ზე მეტი თავდასხმის დრონი და სხვადასხვა ტიპის 45 რაკეტა გაუშვა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
„ეს მკვლელობისთვის საჭირო რესურსების, ფულის საკითხია - სანქციები საჭიროა, რათა რუსეთს ჩამოერთვას ომის გაგრძელების საშუალება, რომელიც მან დაიწყო და გრძელდება. ჩვენ ვაფასებთ პარტნიორების მიერ უკვე გადადგმულ ყველა ნაბიჯს, მაგრამ რუსული დარტყმები აჩვენებს, რომ ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი მტკიცებით, აუცილებელია ევროპის გადაწყვეტილება რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით, დამატებითი სანქციები და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა და გაძლიერება. მოსკოვის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ყოველი დარტყმისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ზამთრის წინ რიგითი ადამიანების დაზიანებას, უნდა არსებობდეს საპასუხო სასანქციო ზომები, რომლებიც მიმართული იქნება რუსეთი ყველა ენერგორესურსის მიმართ, გამონაკლისის გარეშე.
„ჯერჯერობით, რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის სექტორი დასანქცირებული და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი კვლავ იძენს დასავლურ მიკროელექტრონიკას. ასევე უნდა იყოს უფრო დიდი ზეწოლა მის ნავთობისა და გაზის ვაჭრობაზე. ველით შესაბამის გადაწყვეტილებებს შეერთებული შტატებისგან, ევროპისა და „დიდი შვიდეულისგან“, - წერს ზელენსკი.