ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევში სამაშველო ოპერაციები დასრულდა, დაღუპულია 23 ადამიანი, 8 ადამიანის ბედი უცნობია

ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევში სამაშველო ოპერაციები დასრულდა, დაღუპულია 23 ადამიანი, 8 ადამიანის ბედი უცნობია

29-08-2025 14:58
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 715

კიევის დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაციები დასრულდა და დანგრეული შენობების დემონტაჟი გრძელდება, 8 ადამიანის ბედი უცნობია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კიევის დარნიცკის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დანგრეული შენობების დემონტაჟი გრძელდება. ამ დროისთვის, მხოლოდ ამ ერთი დარტყმის ადგილას 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. ყველაზე პატარა გოგონა 3 წლისაც არ არის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დედაქალაქზე თავდასხმას სულ 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 53 მცხოვრები კი - დაშავდა.

„8 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე