ვოლოდიმირ ზელენსკი - მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს

8 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 260

მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დარტყმები იყო ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ენერგეტიკის სექტორზე ტერორისტული თავდასხმები განხორციელდა. ნათელია, რომ მოსკოვის მიზანი ჩვენი ხალხისთვის ზიანის მიყენებაა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა „ზამთარში ენერგეტიკის სექტორისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით მუშაობს“.

„ჩვენს პარტნიორებთან უკვე კონკრეტული შეთანხმებები გვაქვს. უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით და საჭირო აღჭურვილობის მოწოდებით, აშშ, ნორვეგია, გერმანია, ნიდერლანდები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იტალია, იაპონია, ლიეტუვა, დანია, შვედეთი, ესტონეთი, ესპანეთი და ევროკომისია მხარს გვიჭერს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე