ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა გაუშვა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა გაუშვა

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 145

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„კიევზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა განხორციელდა. ასევე, დღევანდელი ღამის განმავლობაში თავს დაესხნენ ოდესის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და კიევის ოლქებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ბოლო მონაცემებით, რუსეთის იერიშების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა.

„მსგავსი თავდასხმები აშკარა ტერორიზმია და მთელმა მსოფლიომ, აშშ-მა და ევროპამ ამას ისე უნდა უპასუხონ, როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო პასუხობს ტერორისტებს. პუტინი ამას აკეთებს მხოლოდ იმიტომ რომ მას ომის გაგრძელება შეუძლია. მას სურს, რომ ომი გაგრძელდეს. არასწორია, როდესაც მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოები ამაზე თვალს ხუჭავენ. ტკივილი ტერორისტებმა უნდა იგრძნონ და არა უდანაშაულო მშვიდობიანმა ხალხმა“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე