ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხვალიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხვალიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის

11-05-2025 12:53
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 115

ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„კარგი ნიშანია, რომ რუსებმა საბოლოოდ დაიწყეს ომის დასრულებაზე ფიქრი. მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ამას ელოდა. ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა“, - აცხადებს ზელენსკი.

ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის 12 მაისიდან შეწყვეტა.

„მკვლელობების ერთი დღით გაგრძელებასაც კი აზრი არ აქვს. ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას - სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს - ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე